სარეაბილიტაციო სამუშაოები ბახტრიონის ქუჩაზე

15:22, 01.04.2024

ბახტრიონის 30 ნომერში გზის სავალი ნაწილის აღდგენა მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი მიმდინარე პროექტის სამშენებლო სამუშაოების პროცესში დაზიანდა. პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერი გაეცნო. გზის დაზიანებული ნაწილის აღდგენით სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რომელიც ათ დღეში დასრულდება. ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.

 

მსგავსი