მზადება ზამთრის სეზონისთვის

2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე ახალ გუდაურში, დამსვენებელს ორი ახალი საბაგირო კომპლექსი დახვდება. „მთის ტრასების სააგენტოს“ ინფორმაციით, ექვსადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის თითო საბაგიროს გამტარუნარიანობა საათში 1 800-2 400 ადამიანი იქნება. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია ახორციელებს.