ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას ჯგუფურად ფიზიკური ძალადობის საქმეზე, სასამართლოში დასკვნითი სხდომა გადაიდო.
მოსამართლეს ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადებინა, თუმცა მისივე გადაწყვეტილებით, ეს 25 აგვისტოს მოხდება.
სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები იყვნენ როგორც ბრალდებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, ისე ვახო სანაიას კოლეგები მის მხარდასაჭერად.