საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის ივლიტა მესხიშვილის დაბადებიდან ასი წელი შესრულდა

 საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის ივლიტა მესხიშვილის დაბადებიდან ასი წელი შესრულდა. ივლიტა მესხიშვილი დაარსების დღიდან საქართველოს ტელევიზიაში მუშაობდა. მის სახელთან უშუალოდ არის დაკავშირებული პირველი ქართული ტელევიზიის სიახლეები. 20 წელი იყო საქართველოს ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც უშუალოდ ტელევიზიას ხელმძღვანელობდა. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ტელეფილმების სტუდიის საქმიანობაში. ის 1968 წელს ამ სტუდიის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო.