საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების მხარდაჭერა ჟურნალისტ ია თინიკაშვილს სჭირდება.

ჩვენს კოლეგას ცოტა ხნის წინ თავის ტვინის ანევრიზმა დაუდგინა. ის გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს. მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით დიაგნოზის დასმის შემდეგ, რეკომენდებულია თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიული რეჟიმით, ასევე თავის ტვინის დიგიტალური ანგიოგრაფია, ოპერაციული მეთოდის შერჩევა და შემდგომ თავის ტვინის ოპერაცია, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ყველას ვისაც, აქვს ია თინიკაშვილის დახმარების შესაძლებლობა, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.