„შეხვედრა მზის დისკოში“ – თამაზ ტყემალაძის წიგნის პრეზენტაცია
„შეხვედრა მზის დისკოში“– ასე ჰქვია პუბლიცისტის, ლიტერატორის, ფილოლოგისა და ჟურნალისტის, თამაზ ტყემალაძის წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ამ წუთებში საჯარო ბიბლიოთეკაში იმართება. წიგნი წერილებს, მემუარებსა და მხატვრულ-ისტორიულ ქრონიკებს აერთიანებს. ღონისძიებას პუბლიცისტის მეგობრები, სტუდენტები და ლიტერატორები ესწრებიან.