ჟურნალ აფრას 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას კავკასიურმა სახლმა უმასპინძლა.
ამჟამად სალიტერატურო, რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი ჟურნალის 21 ნომერია გამოსული.
მიზანია, მოახდინოს როგორც მხატვრული და ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტექსტების თარგმანის, ასევე კრიტიკული აზროვნების სტიმულირება საქართველოში; წარმოაჩინოს ძველი და თანამედროვე ეპოქების, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშები;
ჟურნალი აფრა დაარსდა 1997 წელს კავკასიურ სახლში და მას შემდეგ უწყვეტად გამოიცემა.