ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი – დასრულდება თუ არა დისკუსია ამჯერად მაინც კონკრეტული შედეგებით. შეხვედრა უკვე ოთხი საათია მიმდინარეობს. ისევე როგრც გასულ რაუნდებზე, წელსაც ქართული დელეგაცია მწვავე დისკუსიის მოლოდინშია.
6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების საკითხთან ერთად, განხილული იქნება ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული პრობლემები, ასევე საქართველოს მოქალაქეების გატაცების საქმეები. ამ დრომდე უკანონო ტყვეობაში რჩება სამი პირი. საუბარი ასევე შეეხება ახალგორის გადასასვლელის გახსნას.