დისტანციური სწავლების პროექტი  

განათლების სამინისტრო არდადეგების პერიოდში სასწავლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო და აკადემიურ გეგმაზე მუშაობს.

უწყების ცნობით, შემუშავებულია რეკომენდაციები, რომლის თანახმად სკოლებს ევალებათ, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით უზრუნველყონ მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდება, ასევე მნიშვნელოვანია სკოლამ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობას არდადეგების პერიოდში. გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთი ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალებაა ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლება. ამ მიმართულებით მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.