პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“

„არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ – განათლების სამინისტრომ ამ სახელწოდების სამწლიანი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. აღნიშნული მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა პასუხისმგებლობისა და მომსახურების ერთ სივრცეში მობილიზებას, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების კოორდინირებულად მართვას, ეფექტიანად გამოყენებასა და კომპეტენციების ფოკუსირებულად გაძლიერებას. ინიციატივა გაერო-ს ბავშვთა ფონდის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის პარტნიორობით განხორციელდა.