დისკუსია კავკასიურ სახლში

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო მსჯელობის მთავარი თემა კავკასიური სახლშიც, სადაც „მეგობართა კლუბის“ წევრები შეიკრიბნენ.

შეხვდრის მონაწილეებმა პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია წარადგინეს.

კავკასიური სახლის თავმჯდომარე რევანშის საფრთხეს ხედავს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაშვებული შეცდომების მიუხედავად, ქართველმა ხალხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა დაუშვას.

კავკასიურ სახლში გამართულ დისკუსიაში მწერლები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები მონაწილეობდნენ.