დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სამეცნიერო ლაბორატორია დაათვალიერა
სპეციალურად პატარებისთვის შექმნილი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სამეცნიერო ლაბორატორია დაათვალიერა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. იქვე იყო წარმოდგენილი ტექნოპარკის ფაბლაბში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და ციფრული ხატვის კუთხე.
გარდა ამისა, სპეციალურად ფუნქციონირებდა უსინათლოთა საინფორმაციო სივრცე, ხოლო აქტივობების თარგმნა შესაძლებელი იყო ჟესტურ ენაზე.
საბავშვო ვორქშოფში მონაწილე ბავშვებისთვის სპეციალური სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაში ეკონომიკის მინისტრიც უშუალოდ ჩაერთო.