"ომეგა ჯგუფის" საქმე 

ყოფილ ფინანსთა მინისტრებს მედიასთან განმარტებების გაკეთება უწევთ. კომპანია “ომეგა ჯგუფის” საქმეზე მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, უკვე ნოდარ ხადურის გვარიც ისმის.

ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, დიალოგი კვლავ სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანსა და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს შორის მიმდინარეობს.

ქუმსიშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრობს და პროკურატურას მიმართავს, რომ ოქუაშვილის გარდა, ის ყიფიანსაც უჩივლებს.