დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს ძინ ლიცუნს და ბანკის უმაღლეს მენეჯმენტს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროექტების მიმდინარეობას, რომლებსაც საქართველოში აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკი ახორციელებს. ყურადღება გამახვილდა ნენსკრაჰესის, ელექტროგადამცემი ხაზების, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის პროექტებზე, ასევე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე, რომელიც აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის პორტის საკითხზე.
აღინიშნა, რომ ბანკის სპეციალისტთა ჯგუფი უკვე სწავლობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. მათ მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ საკითხს ბანკის მმართველთა საბჭოზე განიხილავენ და დაამტკიცებენ.