დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე დავით გარეჯის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ საკითხის გარშემო ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სერიოზული კითხვები ჩნდება, რაც ეჭვს აჩენს, რომ მიწების მიზანმიმართული გასხვისების მცდელობასთან გვაქვს საქმე. მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ასევე ამბობს, რომ თუ დღევანდელი ხელისუფლება საქმის გამოძიების საკითხს ბოლომდე არ მიიყვანს, ის ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობას გეგმავს.