დიღმის მასივში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი მოსახლეობისგან ამ დრომდე დაცლილია. სავარაუდოდ, ორ დღეში გაირკვევა, ექვემდებარება თუ არა აღდგენას და რამდენად მდგრადია შენობა, სადაც გუშინ გაზის აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.
გაზის გამანაწილებელი კომპანიის წინასწარი მონაცემებით, გაქირავებულ ბინაში უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული.
როგორც ირკვევა, ბოლოს „ყაზტრანსგაზმა“ ბინა ბოლოს სექტემბერში შეამოწმა. ბოლო პერიოდში გაზის გაჟონვის და ცეოთი მოწამვლის გახშირებული ფაქტების და უმძიმესი შედეგების მიუხედავად, გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედება გადაიდო.
რამდენიმე უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე ავტორები ვერ თანხმდებიან.