დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას განცხადებები მოყვა რეგულაციების გამკაცრების შესახებ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონის აღსრულების კუთხით, გარკვეული ხარვეზები ფიქსირდება და წესების გამკაცრება აუცილებელია.

უმრავლესობაში ასევე განმარტავენ, რომ პროექტი უკვე მომზადებულია და მალე ძალაშიც შევა. კანონის დროულად ამოქმედებისკენ მოუწოდებს მმართველ გუნდს „ევროპული საქართველოც“.