დიღმის მასივში საექსპერტო ჯგუფი მუშაობს

დაექვემდებარება თუ არა აღდგენით სამუშაოებს ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. დიღმის მასივში საექსპერტო ჯგუფი მუშაობს.

დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის თანამშრომლებიც.

მომხდარზე გრძელდება გამოძიება. ადგილობრივებს საკუთარი ბინებიდან პირადი ნივთები ეტაპობრივად, უსაფრთხოების წესების დაცვით გააქვთ.

თემის დეტალები „მოამბეში.“