დიღმის მასივში, აფეთქების ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისში, დიღმის მასივში, აფეთქების ადგილზე გაწმენდითი და საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

საბოლოო ექსპერტიზის დასრულებამდე კორპუსის მობინადრეებს ჯერ სასტუმროებში, შემდეგ კი ნაქირავებ ბინებში გადაიყვანენ, რასაც გამგეობა უზრუნველყოფს.

ამ წუთებში ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახური, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო და მუნიციპალური ლაბორატორია მუშაობს.