დიდთოვლობის გამო, თეთრიწყაროს 40-მდე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ცოტა ხნის წინ, მძიმე ტექნიკამ სოფელ დიდ ირაგამდე მისასვლელი გზა გაწმინდა. მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლები უკვე მესამე დღეა საკვებისა და მედიკამენტების გარეშე არიან დარჩენილები.