დიდთოვლობამ საქართველოს რეგიონებში მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია. საავტომობილო გზებზე შეზღუდვები რამდენიმე მიმართულებით დაწესდა. სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდა, ნაწილი კი, დროებით გარესამყაროს მოწყდა. დღის ბოლოსთვის, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და მუნიციპალურმა სამსახურებმა დილიდან დაწყებული გაწმენდითი სამუშაოები დაასრულეს, თუმცა ნალექისგან გამოწვეული შეზღუდვები ზოგ ადგილას ჯერ კიდევ რჩება. აჭარაში კი შტორმისა და დიდთოვლობის გამო, საგანგებო შტაბი ამოქმედდა.
რა ხდება დილიდან საქართველოს დათოვლილ სოფლებსა და ქალაქებში, – გიორგი კობერიძის სიუჟეტიდან გავიგებთ.