შეზღუდვებია საავტომობილო გზებზე. დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, კონკრეტულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა. რიკოთის უღელტეხილზე, თოვლის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე წუთის წინ აღდგა.
ადგილზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.