დიდთოვლობა და შეზღუდვები საავტომობილო გზებზე

12:05, 13.02.2020

შეზღუდვებია საავტომობილო გზებზე. დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, კონკრეტულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა. რიკოთის უღელტეხილზე, თოვლის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე წუთის წინ აღდგა.

ადგილზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი