აჭარის მაღალმთიანეთში დღეს გამოიდარა. სამდღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ თოვლის საფარმა ორ მეტსაც გადააჭარბა, ნალექმა ძირითადად პრობლემები გადაადგილების კუთხით შექმნა. რეგიონს უწყვეტად მიეწოდება ელექტროენერგია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს.
ეტაპობრივად იწმინდება როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები. დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, საავტომობილო მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომობილებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის რეკომენდებული.