დიდი დიღმის მოსახლეობა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მშენებლობას აპროტესტებს
დიდი დიღმის მოსახლეობა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ მშენებლობას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ ადგილზე, სავარაუდოდ, კაფე აშენდება და სკვერი მოეწყობა.
მოსახლეობის ინფორმაციით, ოთხსართულიანი შენობა ამ ქუჩაზე არსებულ ქართული ანბანის ძეგლს ეფარება. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობას, ანბანის რესტავრირებას და მიმდებარე ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭებას.
დიდი დიღმის მოსახლეობის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში მათ მოთხოვნას სახელმწიფო არ დააკმაყოფილებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელს სასამართლოში შეიტანენ.