„სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელსაც ვანის განახლებული მუზეუმი დღეიდან მასპინძლობს. ქართველ დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, ძველი რომის ულამაზეს ქალაქში იმოგზაუროს, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა.
გამოფენაზე მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა იქნება წარმოდგენილი, რომელიც უმნიშვნელოვანეს საგანძურს წარმოადგენს. სექტემბრის მეორე ნახევარში, ექსპოზიცია ვანიდან თბილისში გადმოინაცვლებს. გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერი საქართველოს პირველი არხია.