დიალიზის სერვისი ამბროლაურში

ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა.

კლინიკა დიალიზისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურით სრულად აღიჭურვა. პირველ ეტაპზე, ბენეფიციარებს, სამეგრელოდან და იმერეთიდან მოწვეული სპეციალისტები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი მათ სამინისტროს მიერ გადამზადებული სპეციალისტები ჩაანაცვლებენ. ამ ეტაპზე, დიალიზის სერვისს, ამბროლაურში 15-მდე პაციენტი იღებს, მომდევნო კვირიდან კი აღნიშნული მომსახურებით, მიმდებარე მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მცხოვრები, 25-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.