დიალიზის 10 ახალი ცენტრი რეგიონებში

დიალიზის სერვისის მიღება კიდევ 10 რაიონში იქნება შესაძლებელი.

გეოგრაფიული არეალი ფართოვდება. დამატებით გახსნილი ცენტრები თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. შესაბამისად, კონკრეტულ რეგიონში მცხოვრებ და დიალიზის საჭიროების მქონე მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად შორი მანძილის გავლა აღარ მოუწევთ. მანამდე დიალიზის ცენტრები ძირითად დიდ ქალაქებში იყო განთავსებული, რის გამოც სერვისებით სარგებლობა გარკვეულ დისკომფორტთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დიალიზის საჭიროება 2 600 ადამიანს აქვს. მომავალში ახალი ცენტრების გახსნა კიდევ რამდენიმე რაიონში იგეგმება.