თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ასობით პაციენტს, რომელსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიალიზის სერვისის მისაღებად თვეში რამდენჯერმე, ასობით კილომეტრის გავლა უწევდა, პროცედურა საკუთარ რაიონში ჩაუტარდება.

დიალიზის სერვისი თიანეთსა და ყაზბეგშიც ამოქმედდა. ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს ყოველი პროცედურის ჩასატარებლად თბილისში ჩასვლა უწევდათ. დღეიდან კი პაციენტები სერვისს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ. თიანეთის კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მისი თქმით, მხოლოდ მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში ხუთი დიალიზის ცენტრი გაიხსნა.   2023 წელს კი დიალიზის სერვისზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება. პროგრამის მომდევნო წლის ბიუჯეტი 56 მილიონი ლარია.