ჯანდაცვის სამინისტროსთან დიაბეტის მქონე არასრულწლოვნების მშობლების აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეებმა „სიჯიემ“-სისტემის აპარატების მომწოდებელი კომპანიის, „მედტრონიკის“ შეცვლა მოითხოვეს. მათი განცხადებით, აპარატის სენსორები დაბალ ფუნქციურია და დიაბეტის მართვის პროცესს არ აუმჯობესებს. შეკრებილები ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავენ.
საპასუხო განცხადება გაკეთდა სამინისტროში.