დიაბეტის მქონე არასრულწლოვნების მშობლების აქცია

ჯანდაცვის სამინისტროსთან დიაბეტის მქონე არასრულწლოვნების მშობლების აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეებმა „სიჯიემ“-სისტემის აპარატების მომწოდებელი კომპანიის, „მედტრონიკის“ შეცვლა მოითხოვეს. მათი განცხადებით, აპარატის სენსორები დაბალ ფუნქციურია და დიაბეტის მართვის პროცესს არ აუმჯობესებს. შეკრებილები ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავენ.

საპასუხო განცხადება გაკეთდა სამინისტროში.

დატოვე კომენტარი