დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ვნების კვირეულის პარასკევის ყველაზე მძიმე დღის მსახურებას ატარებს და იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დღის 14:00 საათზე ტაძრებში სრულდება ე.წ. გარდამოხსნის გადმოსვენება – იესო ქრისტეს სხეულის ჯვრიდან გადმოხსნის სიმბოლური რიტუალი. ვნების კვირის პარასკევს ტაძრებში წირვა არ ტარდება.