ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

იერუსალიმის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მომლოცველები მართლმადიდებელი სამყაროსთვის მნიშვნელოვანი დღის მომსწრენი კიდევ ერთხელ გახდნენ – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი თბილისის დროით 15:13 საათზე შესრულდა. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა.

მაცხოვრის საფლავიდან გადმოსული ცეცხლი სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს და მას ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ. აღდგომის ტაძარში ამ დღეს ყოველწლიურად ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იკრიბებიან.

იერუსალიმში დიდი შაბათი განსაკუთრებით ემოციურია, ეს ემოციები ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმაც გაიზიარა – იერუსალიმში ნათია ქენქაძე და ვახო ლეკიაშვილი მუშაობენ.