დღეს ლომისობაა - დე ფაქტო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. საზღვართან მდებარე ტაძრამდე მისვლას უკრძალავს
სამართალდამცავები არიან მობილიზებული სოფელ კირბალთან და მეჯვრისხევთან. დღეს ლომისობაა. პოლიცია ლომისის წმინდა გიორგის ტაძრამდე მოქალაქეებს გადაადგილებას უკრძალავს. უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება ევროკავშირის ცხელი ხაზით მიღებული შეტყობინების შემდეგ გადაწყდა.
დე ფაქტო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. საზღვართან მდებარე ტაძრამდე მისვლას უკრძალავს და დაკავებით ემუქრება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე არიან ევროკავშირის დამკვირვებლები.