ერგნეთის 98-ე შეხვედრა დასრულდა

უშედეგოდ დასრულდა ერგნეთის შეხვედრა. თბილისიდან ჩასულმა დელეგაციამ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვა. საუბარია ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, ლაშა ხეთერელის და რამაზ ბეღელურის საქმეებზე. ოკუპირებულ რეგიონებში გამწვავებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, დელეგაცია ერგნეთში კონკრეტული შეთავაზებითაც ჩავიდა. თუმცა, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ გამართული შეხვედრა დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა პასუხების და კომენტარების გარეშე დატოვეს. შემდეგი რაუნდი აპრილის ბოლოსთვის ჩაინიშნა.

ნინო ფისაძე ადევნებდა თვალს დღევანდელ შეხვედრას.