დაკავება საოკუპაციო ხაზთან 

გატაცებების სერია გრძელდება.

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე აღმოჩნდა. რუსი სამხედროები სოფელ ერგნეთში ოთხ მამაკაცს დაესხნენ თავს, მათგან ერთმა გაქცევა მოახერხა, ერთი კი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

29 წლის ნიკოლოზ ფეხშიშველაშვილს ქვედა კიდურებზე მოტეხილობები აღენიშნება, რის გამოც ქართველი სამართალდამცავებისთვის გადაცემისთანავე, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დე-ფაქტო რეჟიმი დაზიანებებს დაკავების მომენტში სიმაღლიდან გადავარდნით ხსნის. დანარჩენი ორი პირი კი ამ მომენტისთვის ცხინვალის ე.წ. იზოლატორში იმყოფება. მათ სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.

დატოვე კომენტარი