დღეს ხარებაა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში მდებარე ხარების ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ატარებს.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან ძე ღვთისა იშვებოდა.
თემის დეტალები „მოამბეში“.