დღეს 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე – მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.