ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 14 ნოემბრიდან იწყება. საუბარია თბილისზე, ზუგდიდზე, ქუთაისსა და რუსთავზე. ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართის მიღება სურს. დოკუმენტაცია 2024 წლის 1-ელ თებერვლამდე მიიღება.