ცხოვრება ავარიულ შენობაში

ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

ნაგებობაში სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები თვითნებურად მას შემდეგ შესახლდნენ, რაც ტერიტორია 2014 წელს იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დაცალეს. კორპუსის ბინადრები ყვებიან, რომ დანგრევის პირას მყოფ შენობაში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ადგილზე მცხოვრებლები კორპუსის რეაბილიტაციას, ალტერნატიულ ფართებს ან ფულად კომპენსაციას სთხოვენ.

ნახეთ თეა აბსარიძის და გოგა გახარიას რეპორტაჟი.