230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადასცეს.
საუბარია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომლებიც შესაბამის გადაწყვეტილებას წლების განმავლობაში ელოდებოდნენ. დევნილთა სააგენტოში შეტანილი განცხადების შეტანა ეტაპობრივად მიმდინარეობს. სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ნაგებობებში მცხოვრებ დევნილთა განცხადებების დასაკმაყოფილებლად საჭიროა, რომ შენობა-ნაგებობები ავარიულ მდგომარეობაში არ იყოს და შესახლებულ პირებს იქ ცხოვრების სურვილი ჰქონდეთ. ფართების დაკანონებას და ბინებით დაკმაყოფილებას კიდევ 48 000 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ელოდება.