ქუთაისში, ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრები სამი დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, შენობის დანგრევა დღეს დილით უნდა დაწყებულიყო, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აფხაზეთიდან დევნილების თქმით, ისინი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით არ დააკმაყოფილეს და ზამთარში ქუჩაში რჩებიან. დევნილებმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.