საქართველოს ეროვნული საჩოგბურთო ნაკრები ექვს და შვიდ მარტს დევისის თასზე ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. დევისის თასის მატჩებს ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსი „მზიური“ უმასპინძლებს.
მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი 10:45 საათიდან პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.