შვიდი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

13 ივნისის სტიქიიდან შვიდი წელი გავიდა – ტრაგიკულ მოვლენებს 21 მოქალაქე შეეწირა, ორი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, დაზარალდა ათასობით ადამიანი. სტიქიამ 2015 წელს გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები და საკომუნიკაციო სისტემები.

მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია – დაიღუპა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი. დაზარალდა დედაქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს გზა და ახალდაბა-წყნეთის მონაკვეთი.