ქართული დოკუმენტური ფილმი HotDoc-ის ფესტივალზე

ქართველი რეჟისორის საერთაშორისო აღიარება.

ქეთი მაჭავარიანის პირველი დოკუმენტური ფილმი კანადის ცნობილ ფესტივალზე აჩვენეს. სოციალურ კვლევაზე და ინტერვიუერების მუშაობაზე შექმნილმა ნამუშევარმა სახელწოდებით „მზიური“, ჟიურის სპეციალური ჯილდო მიიღო.

მსოფლიო პრემიერის შემდეგ ფილმი აქტიურ საფესტივალო ცხოვრებას იწყებს. საქართველოში კი სურათს სავარაუდოდ „სინედოკ თბილისზე“ აჩვენებს. დოკუმენტური ფილმის გადაღება სწორედ „სინედოკ თბილისის“ დახმარებით გახდა შესაძლებელი.