რეკრეაციული სივრცე „მზიურის“ ტერიტორიაზე

„მზიურის“ ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის მერიამ გასული წლის შემოდგომაზე ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა, რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, საპიკნიკე სივრცე, ცხოველების სასეირნო ზონა, ფანჩატური, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები, ასევე ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები.