ხუთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

5 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან – სტიქიის დროს გარდაცვლილებს დღეს პატივს მიაგებენ. 13 ივნისის მემორიალთან იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი და ქალაქის მერი. პირველებმა კი დაღუპულებს პატივი მეხანძრე-მაშველებმა მიაგეს. მემორიალთან შეკრებილებმა ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეთა სოლიდარობის ფაქტებზე ისაუბრა, როდესაც განვითარებულმა მოვლენებმა მთელი ქალაქი გააერთიანა. ვერეს ხეობაში გატარებულ პრევენციულ ღონისძიებაზე გაამახვილა ყურადღება თბილისის მერმა და თქვა, რომ  მასშტაბური სტიქიის შემთხვევაშიც კი, უსაფრთხოება დაცულია. მემორიალთან იმყოფებოდნენ დღეს დედაქალაქის საკრებულოს წევრებიც.