უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2023 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე პრეზენტაცია წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი გასაუმჯობესებელია, კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, ეფექტიანი ზედამხედველობისათვის პარლამენტის წევრებმა უფრო აქტიურად უნდა გამოიყენონ მოქმედი რეგლამენტით გათვალისწინებული ზედამხედველობის მექანიზმები. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ მომზადებულ ანგარიშს აფასებენ მმართველ პარტიაში.