კვლევის პრეზენტაცია

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის მექანიზმები საჯარო და კერძო დაწესებულებებზე“ – ამ სახელწოდებით, კვლევა წარადგინა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა. მიზანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო ორგანოებში გავლენების გასაზღვრა და შესწავლაა. ავტორების თქმით, მთავარ გამოწვევად რჩება კერძო და საჯარო დაწესებულებებში სახელმწიფო უსაფროების სამსახურის მიერ „ოდეერების“ დანიშვნა, მათი შეფასებით, სხვადასხვა უწყებაში სუს-ის თანამშრომლების მივლინება მმართველი ძალის პოლიტიკურ უსაფრთხოებას ემსახურება.