დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

„უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“ – ანგარიში ამ სახელწოდებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა წარადგინა. დოკუმენტში უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის მოქმედი მექანიზმები კრიტიკულად არის შეფასებული. ანგარიში 2020 წლიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. იგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე საპარლამენტო კონტროლის ერთწლიანი დაკვირვების შედეგების საფუძველზე წარადგინეს. კვლევის მიხედვით, ნდობის ჯგუფი უსაფრთხოების სექტორზე რეალურ ზედამხედველობას ვერ ახორციელებს. დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება.